ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში დაღუპული რუსი სამხედროების დედებს მოუწოდა, არ დაიჯერონ ყველაფერი, რასაც ტელევიზორში ან ინტერნეტში ნახავენ
ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში დაღუპული რუსი სამხედროების დედებს მოუწოდა, არ დაიჯერონ ყველაფერი, რასაც ტელევიზორში ან ინტერნეტში ნახავენ

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში დაღუპული რუსი სამხედროების დედებს მოუწოდა, არ დაიჯერონ ყველაფერი, რასაც ტელევიზორში ან ინტერნეტში ნახავენ.

მისი თქმით, ინტერნეტში არაფრის ნდობა არ შეიძლება, რადგან იქ უამრავი „ფეიკი“ და სიცრუე ვრცელდება.

„გასაგებია, რომ ცხოვრება ბევრად რთული და მრავალფეროვანია, ვიდრე ის, რასაც ტელევიზორების ეკრანზე აჩვენებენ ან ინტერნეტში — იქ საერთოდ არაფრის ნდობა არ შეიძლება. იქ უამრავი „ფეიკი“, სიცრუე და ტყუილია. იქ ძალიან ბევრი საინფორმაციო თავდასხმაა, რადგან თანამედროვე მსოფლიოში ინფორმაცია ასევე ბრძოლის იარაღია, ხოლო საინფორმაციო თავდასხმები ბრძოლის ერთ-ერთი საკმაოდ ეფექტიანი სახეობაა“, – განაცხადა პუტინმა.

ვლადიმერ პუტინისა და უკრაინაში დაღუპული სამხედროების დედების შეხვედრის ვიდეოჩანაწერი კრემლმა გაავრცელა.