ვლადიმერ პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტთან ბელარუსში შექმნილი ვითარება განიხილა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან ბელარუსში შექმნილი ვითარება განიხილა.
შესაბამის ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.
კრემლის ცნობით, ვლადიმერ პუტინსა და ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი ფრანგული მხარის ინიციატივით შედგა.
ვლადიმერ პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ბელარუსის შიდა საქმეებში ჩარევა და მის ხელისუფლებაზე ზეწოლა დაუშვებელია. კრემლის განცხადებით, რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა ლიბიის კრიზისზეც იმსჯელეს.