ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილ თანამშრომელს, ედვარდ სნოუდენს რუსეთის მოქალაქეობა მისცა
ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილ თანამშრომელს, ედვარდ სნოუდენს რუსეთის მოქალაქეობა მისცა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილ თანამშრომელს, ედვარდ სნოუდენს რუსეთის მოქალაქეობა მისცა. შესაბამისი დოკუმენტი რუსეთის სამართლებრივი ინფორმაციის პორტალზე გამოქვეყნდა.

როგორც კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, ედვარდ სნოუდენს რუსეთის მოქალაქეობა მისივე თხოვნით მიენიჭა. მოქალაქეობის მინიჭებაზე განაცხადის წარდგენას სნოუდენის მეუღლეც გეგმავს.

როგორც ამერიკული სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომლის ადვოკატი ანატოლი კუჩერენა აცხადებს, სნოუდენს ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში არ გაიწვევენ, რადგან მას არ უმსახურია რუსეთის არმიაში.

ედვარდ სნოუდენი რუსეთში ცხოვრობს 2013 წლიდან, მას შემდეგ, რაც აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოების საიდუმლო თვალთვალის პროგრამის დეტალები გაასაჯაროვა. ინფორმაცია 2013 წელს გამოცემა Guardian-მა გამოაქვეყნა.

აშშ-მა ედვარდ სნოუდენს ჯაშუშობისთვის წაუყენა ბრალი.