ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებებზე, რუსეთისა და ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს 28 პროგრამაზე შეთანმხება მიღწეულია
ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებებზე, რუსეთისა და ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს 28 პროგრამაზე შეთანმხება მიღწეულია

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებებზე, რუსეთისა და ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს 28 პროგრამაზე შეთანმხება მიღწეულია.

როგორც რუსეთის პრეზიდენტმა შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნულ დოკუმენტებში საუბარია რუსეთისა და ბელარუსის სავალუტო სისტემების ინტეგრაციაზე, გადასახადების ჰარმონიზაციაზე, საერთო ფინანსური და ენერგეტიკული ბაზრების შექმნაზე და ტერორიზმთან ერთობლივ ბრძოლაზე.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ შეთანხმება მიღწეულია ბელარუსის მხარისთვის „მტკივნეულ“ საკითხებზე, რომელთაგან ერთ-ერთი არის „რუსულ ენერგომატარებლებზე ფასწარმოქმნის პროცესი“.

„რუსული გაზის ფასი ბელარუსისთვის 2022 წლამდე უცვლელი იქნება, ხოლო 2023 წლის პირველ დეკემბრამდე ხელმოწერილი იქნება შეთანხმება ბუნებრივი აირის საერთო ბაზრის შექმნის თაობაზე, ამას გარდა დაგეგმილი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების საერთო ბაზრის შექმნის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერაც და ელექტროენერგიის საერთო ბაზრის შექმნაც“, – განაცხადა პუტინმა.

მისივე თქმით, რუსეთისა და ბელარუსის ინტეგრაციის შედეგად გაიზრდება ერთობლივი საწარმოების რაოდენობაც.

როგორც პუტინმა განაცხადა, ხვალ რუსეთის და ბელარუსის ინტეგრაციის პროგრამებს ორი ქვეყნების მთავრობის ერთობლივ სხდომაზე დაამტკიცებენ მინსკში, შემდეგ კი ამ დოკუმენტების დამტკიცება იგეგმება რუსეთისა და ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს უზენაესი საბჭოს სხდომაზე, რომელიც წლის ბოლომდე უნდა შედგეს.