ვლადიმირ პუტინი - ვფიქრობთ, უკრაინის მოქალაქეებს რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღება შევთავაზოთ
ვლადიმირ პუტინი - ვფიქრობთ, უკრაინის მოქალაქეებს რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღება შევთავაზოთ

რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღება მომავალში შესაძლოა, ნებისმიერმა უკრაინელმა შეძლოს.

რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ ხომ მხოლოდ ლუგანსკის და დონეცკის მცხოვრებლებს არ ვთავაზობთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობის მიღების ასეთ საშუალებებს. ვფიქრობთ, რომ მოქალაქეობის მიღების გამარტივებული ფორმები უკრაინის მოქალაქეებს შევთავაზოთ“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

24 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონბასის და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მცხოვრებლებისთვის რუსეთის პასპორტების გაცემის წესის გამარტივების შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი.