ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ნატო-ში ფინეთის გაწევრიანების გამო ამ ქვეყნის საზღვართან ჯარებს განალაგებს
ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ნატო-ში ფინეთის გაწევრიანების გამო ამ ქვეყნის საზღვართან ჯარებს განალაგებს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ნატო-ში ფინეთის გაწევრიანების გამო ამ ქვეყნის საზღვართან ჯარებს განალაგებს. ამის შესახებ პუტინმა დმიტრი კისილიოვთან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, რუსეთს შვედეთთან და ფინეთთან საკმაოდ კეთილი და სტაბილური ურთიერთობები ჰქონდა.

„ვფიქრობ, ისინი უფრო მეტად მოგებულები იყვნენ, როდესაც ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდნენ, რადგან ეს გარკვეულ უპირატესობებს განიჭებს, თუნდაც როგორც მოლაპარაკებების მოედანი იმისთვის, რომ შეამცირო დაძაბულობა ევროპაში. ფინეთთან ჩვენ საერთოდ იდეალური ურთიერთობები გვქონდა, უბრალოდ, იდეალური. არ გვქონდა ერთმანეთის მიმართ არცერთი პრეტენზია, მით უმეტეს, ტერიტორიული, სხვა სფეროებზე რომ არაფერი ვთქვა. ჯარებიც კი არ გვყავდა, ჩვენ რუსეთ-ფინეთის საზღვრიდან ყველა დანაყოფი გავიყვანეთ. რატომ გააკეთეს ეს? ჩემი აზრით, მხოლოდ სუფთა პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე. ალბათ ძალიან უნდოდათ, ყოფილიყვნენ დასავლური კლუბის წევრები, რაღაც „ქოლგის“ ქვეშ. რაში სჭირდებათ ეს, გულწრფელად არ მესმის. ეს არის აბსოლუტურად უაზრო ნაბიჯი საკუთარი ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. თუმცა, ეს მათი გადასაწყვეტია, მათ ასე გადაწყვიტეს. ჩვენ იქ არ გვყავდა ჯარი, ახლა გვეყოლება. იქ არ გვქონდა შეიარაღების სისტემები, ახლა გაჩნდება“, – განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, რუსეთსა ფინეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობებიც კარგი იყო. თუმცა, მისი განცხადებით, ახლა სიტუაცია შეიცვლება.