ვლადიმირ მედინსკი - უკრაინულ მხარესთან კონსულტაციებს ვაგრძელებთ, ვიმედოვნებ, რამდენიმე საათში გავაკეთებთ განცხადებას მოლაპარაკების შედეგებთან დაკავშირებით
უკრაინასთან მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის ვლადიმირ მედინსკის თქმით, უკრაინულ მხარესთან გრძელდება კონსულტაციები და იმედოვნებს, რამდენიმე საათში გააკეთებენ განცხადებას მოლაპარაკების შედეგებთან დაკავშირებით.
„უკრაინულ მხარესთან კონსულტაციებს დღეს 09:30 საათიდან ვაგრძელებთ. ვიმედოვნებ, რომ რამდენიმე საათში ჩვენ გავაკეთებთ განცხადებას მოლაპარაკების შედეგებთან დაკავშირებით. ჯერჯერობით, შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ გავაპროტესტეთ ის ვიდეოჩანაწერები, რომლებზეც ჩანდა ტყვედ აყვანილი რუსი სამხედროების შეურაცხყოფა. ეს პროტესტი მიიღო უკრაინულმა მხარემ, დაგვპირდნენ, რომ მიიღებენ უმკაცრეს ზომებს, პირველ რიგში დაიჭერდნენ მათ, ვინც გაავრცელა ეს სამხედრო დანაშაულები“, – აღნიშნა ვლადიმირ მედინსკიმ.
უკრაინისა და რუსეთის ოფიციალური დელეგაციების მოლაპარაკებები თურქეთის ქალაქ სტამბოლში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში მიმდინარეობს.