ვლადიმირ მედინსკი - რუსეთი უკრაინასთან დიალოგის გასაგრძელებლად მზად არის
რუსეთი მზად არის უკრაინასთან დიალოგის გასაგრძელებლად, – ამის შესხებ რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა, ვლადიმირ მედინსკიმ განაცხადა.
პუტინის მრჩევლის თქმით, რუსეთს უმაღლეს დონეზე მოლაპარაკებებზე უარი არასოდეს უთქვამს, მაგრამ ეს მოითხოვს მაღალი მზაობის დოკუმენტებს.
„ჩვენი მხრივ, ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ დიალოგი, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, სამშვიდობო მოლაპარაკებების გაგრძელებისთვის ბურთი უკრაინის მხარეზეა. მოლაპარაკებების გაყინვა მთლიანად უკრაინის ინიციატივაა. ჩვენ ვაპირებდით წინსვლას, თუმცა, მას შემდეგ უკრაინის მხრიდან დიალოგის გაგრძელების სურვილი არ გაჩენილა. მათ ოფიციალურად არც კი დაადასტურეს მათ მიერ შეთანხმებული ხელშეკრულების პროექტი. ჩვენ არ დავეთანხმეთ, რომ ჩვენმა კოლეგებმა შესვენება აიღეს. როგორც ჩანს, ისინი არ ჩქარობენ“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა.