ვლადიმერ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის საზღვართან 100 000-მდე რუსი ჯარისკაცი იმყოფება
უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის საზღვრებთან 100 000-მდე რუსი ჯარისკაცია განლაგებული.
მისივე თქმით, დასავლეთის ქვეყნებმა ოფიციალურ კიევს გაუზიარეს ინფორმაცია რუსული ჯარების აქტიური გადაადგილების თაობაზე.
„იმედი მაქვს, მთელი მსოფლიო ახლა აშკარად დაინახავს იმას, თუ ვის სურს მშვიდობა და ვინ აგროვებს 100 000 ჯარისკაცს ჩვენს საზღვრებთან“, – განაცხადა ზელენსკიმ.
„როიტერი“ წერს, რომ უკრაინის საზღვრებთან რუსული ჯარის გადაადგილებებმა შესაძლო თავდასხმის საფრთხე წარმოშო. მათივე ცნობით, კრემლში უარყვეს ასეთი ინფორმაცია და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს რეგიონში აქტიურობის გაზრდაში დასდეს ბრალი.
მანამდე, 3 ნოემბერს, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ქვეყნის საზღვრებთან რუსი ჯარისკაცების 90 000-მდე რაოდენობა დაასახელა.