ვლადიმერ ვაისს კონტრაქტი გაუხანგრძლივდა
ვლადიმერ ვაისს კონტრაქტი გაუხანგრძლივდა

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მომდევნო 2 წლის განმავლობაში კვლავ ვლადიმერ ვაისი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ სლოვაკმა სპეციალისტმა რამდენიმე წუთის წინ , პრესკონფერენციაზე განაცხადა.

აქამდე, მწვრთნელსა და სფფ-ს შორის არაოფიციალური, სიტყვიერი შეთანხმება არსებობდა.

ვლადიმერ ვაისის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა 18 მატჩი ჩაატარა. აქედან მხოლოდ 3 თამაშის მოგება მოახერხა, 7 ფრედ დაასრულა , 8 კი წააგო.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს სლოვაკ მწვრთნელთან ერთად არცერთი ოფიციალური შეხვედრა არ მოუგია.