ვლადიმერ შამანოვი - რუსეთის სახელმწიფო დუმა ნატო-ს გააქტიურებას შესაბამისად უპასუხებს
რუსეთის სახელმწიფო დუმა ნატო-ს გააქტიურებას შესაბამისად უპასუხებს, – ამის შესახებ თავდაცვის საკითხებში სახელმწიფო დუმის წარმომადგენელმა, ვლადიმერ შამანოვმა განაცხადა.
დეპუტატის თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გააქტიურება უპასუხოდ არ დარჩება.
„მწვავე დაძაბულობა გამოწვეულია სახმელეთო აქტივობის შედეგად. ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საჰაერო ძალების გააქტიურება და მათი აქტივობა რუსეთის საზღვრებთან ახლოს კი ანტისარაკეტო და ჰაერსაწინააღმდეგო დანადგარის განლაგებას გამოიწვევს. ამის გათვალისწინება აუცილებელია. ჩვენ მზად ვიქნებით საპასუხო ზომების მისაღებად“, – განაცხადა დეპუტატმა.
10 ივლისს ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი სამიტზე მზადყოფნის ინიციატივას დაამტკიცებს, რომელიც თავდაცვისა და შეკავების პოლიტიკის გაძლიერებას ითვალისწინებს.
გენერალური მდივნის თქმით, ინიციატივის მიხედვით, 30 საჰაერო ესკადრილია, 30 საბრძოლო ხომალდი და 30 მექანიზებული ბატალიონი 30 დღის განმავლობაში გამოყენებისთვის მზად უნდა იყოს.
11-12 ივლისს სამიტზე მიღებული ინიციატივის განხორციელება 2020 წლიდან უნდა დაიწყოს.