ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა პალესტინის ლიდერ მაჰმუდ აბასთან შეხვედრისას განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრეთ ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის დარეგულირების გზებზეც“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
2017 წლის ბოლოს ტრამპმა ხელი მოაწერა გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქადაა მიჩნეული.
მისივე გადაწყვეტილებით, ისრაელში აშშ-ის საელჩოს თელავივიდან იერუსალიმში გადაიტანენ. ამ გადაწყვეტილებამ არეულობა და საპროტესტო ტალღა გამოიწვია პალესტინაში და სხვა არაბულ ქვეყნებში.
რუსეთი აშშ-ის გადაწყვეტილებას მხარს არ უჭერს და ისრაელსა და პალესტინას პირდაპირი მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს.