ჰელსინკიში ვიზიტად მყოფ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს საპროტესტო აქციით დახვდნენ.
დემონსტრაცია უფლებადამცავი ორგანიზაციის, „ამნესთი ინთერნეიშენალის“ ფინეთის განყოფილების მიერ იყო ორგანიზებული.
საპროტესტო აქციის ათობით მონაწილე ფინეთის დედაქალაქში ჰავის ამანდას ძეგლთან შეიკრიბა, რომელიც პრეზიდენტის სასახლესთან მდებარეობს. სწორედ პრეზიდენტის სასახლეში მიმდინარეობს ვლადიმერ პუტინისა და ფინეთის პრეზიდენტის, საული ნიინსტეს შეხვედრა.
დემონსტრანტები რუსეთში ადამიანის უფლებების მხრივ შექმნილ ვითარებას აპროტესტებდნენ, კერძოდ ბოლო კვირების განმავლობაში მოსკოვში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეების დაკავებებს.