რუსეთის პრეზიედენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის კონტრშეტევას წარუმატებელი უწოდა.
„ეს არ არის შეფერხება, ეს წარუმატებლობაა. ყოველ შემთხვევაში, დღეს ასე გამოიყურება. ვნახოთ, შემდეგ რა იქნება. იმედია, ასე იქნება“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
ვლადიმერ პუტინის განმარტებით, კიევმა ნაგავსაყრელზე გაგზავნა შეთანხმებები კრიზისის მოგვარების შესახებ.
„თურქეთის პრეზიდენტის შუამავლობით მიღწეული იქნა შეთანხმება, დოკუმენტების პროექტები შეთანხმებული იქნა რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის, მაგრამ შემდეგ უკრაინამ ისინი ნაგავსაყრელზე გაგზავნა. უბრალოდ, არავინ უბრუნდება მას. ჩვენ გვესმის ახალი ინიციატივების შესახებ, მაგრამ ეს არ არის ჩვენთან განხილული. შესაბამისად, ახალს ვერაფერს მივიღებთ“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მოსკოვს უკრაინასთან დაკავშირებით შუამავლების ჩართულობაზე უარი არასდროს უთქვამს.