ვლადიმერ პუტინმა ტაქტიკური ბირთვული იარაღით სწავლების ჩატარების განკარგულება გასცა
ვლადიმერ პუტინმა ტაქტიკური ბირთვული იარაღით სწავლების ჩატარების განკარგულება გასცა

რუსეთის პრეზიდენტმა ტაქტიკური ბირთვული იარაღით სწავლების ჩატარების განკარგულება გასცა.

შესაბამისი ბრძანება თავდაცვის სამინისტრომ უკვე მიიღო.

სწავლება ტაქტიკური იარაღის გამოყენებით, სამხრეთის სამხედრო ოლქისა და სამხედრო-საზღვაო ფლოტის მონაწილეობით უახლოეს მომავალში დაიწყება.

წვრთნების დროს დამუშავდება არასტრატეგიული ბირთვული იარაღის გამოყენების საკითხები.

როგორც თავდაცვის უწყების განცადებაშია აღნიშნული, სწავლების ჩატარების მიზეზი გახდა „პროვოკაციული განცხადებები და დასავლეთის ოფიციალურ პირთა მუქარები“. თუმცა აღნიშნული არ არის, კონკრეტულად რა სახის განცხადებებზეა საუბარი.