ვლადიმერ პუტინმა სარატოვის ოლქის ქალაქ შიხანიში მდებარე ქიმიური ცენტრის დახურვის განკარგულება გასცა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სარატოვის ოლქის ქალაქ შიხანიში მდებარე ქიმიური ცენტრის დახურვის განკარგულება გასცა.
პუტინის განკარგულებით, ქალაქ შიხანის დახურული ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული 2019 წლის 1-ელი იანვიდან გაუქმდება.
სამართლებრივი ინფორმაციის პორტალზე გამოქვეყნებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ექვსთვიან ვადაში რუსეთის მთავრობამ და სარატოვის ხელისუფლებამ აუცილებელი საორგანიზაციო ღონისძიებები უნდა ჩაატაროს.
შიხანიში დაახლოებით 5500 ადამიანი ცხოვრობს. ქალაქს დახურული ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის სტატუსი 1997 წელს მიანიჭეს იქ არსებული ორგანული სინთეზის ტექნოლოგიის სახელმწიფო ინსტიტუტის უსაფრთხო მუშაობის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული ინსტიტუტი საბჭოთა კავშირში ქიმიური იარაღის შექმნის მნიშვნელოვანი ცენტრი იყო.
გავრცელებული ცნობით, სწორედ აღნიშნულ ლაბორატორიაში შეიმუშავეს ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება „ნოვიჩოკი“, რომლითაც დიდ ბრიტანეთში რუსეთის სახელმწიფო სადაზვერვო სამმართველო ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია მოწამლეს.
ქალაქში დაწესებული განსაკუთრებული რეჟიმი დასახლებულ პუნქტში შესვლასა და მისი ტერიტორიის თავზე ფრენების შეზღუდვას გულისხმობს.