რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საპრეზიდენტო არჩევნებში ონლაინ მისცა ხმა. მან ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობა ნოვო-ოგარევოს რეზიდენციიდან მიიღო.
ონლან ხმის მიცემა რუსეთში პირველად წელს საპრეზიდენტო არჩევნებზე დაუშვეს. არჩევანის ონლაინ გაკეთება 29 რეგიონშია შესაძლებელი.
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები დღეს დაიწყო და 17 მარტს დასრულდება.
ვალდიმერ პუტინი მეხუთე ვადით იყრის კენჭს. მისი კონკურენტები არიან ლეონიდ სლუცკი „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიიდან“, ვლადისლავ დავანკოვი „ახალი ხალხის პარტიიდან“ და ნიკოლაი ხარიტონოვი „კომუნისტური პარტიიდან“.