ვლადიმერ პუტინმა რუსეთის უსაფრთხოების სამსახურს დაავალა, გააძლიეროს საქმიანობა დასავლეთის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ მზარდი ჯაშუშური და დივერსიული ოპერაციების წინააღმდეგ
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის უსაფრთხოების სამსახურს დაავალა, გააძლიეროს საქმიანობა დასავლეთის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ მზარდი ჯაშუშური და დივერსიული ოპერაციების წინააღმდეგ.
პუტინის განცხადებით, სახელმწიფო საზღვრის რუსეთ-უკრაინის ნაწილი უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ქვედანაყოფის სპეციალური კონტროლის ქვეშ უნდა იყოს და ასევე განთავსდებიან მესაზღვრეები, უსაფრთხოების სამსახურის ავიაცია, რუსეთის სამხედრო ძალები და რუსეთის ეროვნული გვარდია, რომელთა ამოცანა დივერსიული ჯგუფების წინააღმდეგ მოქმედება იქნება.
ვლადიმერ პუტინის თქმით, კონტრდაზვერვა უნდა გაძლიერდეს, რადგან დასავლური სპეცსამსახურები, ტრადიციულად, ძალიან აქტიურები არიან რუსეთთან მიმართებაში და ახლა რუსეთის წინააღმდეგ დამატებით საკადრო, ტექნიკურ და სხვა რესურსებს იყენებენ.
„ტერორისტული საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლა კვლავ გადამწყვეტი ამოცანაა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ასეთი დანაშაულების რიცხვი გაიზარდა. ცხადია, ეს დაკავშირებულია კიევის რეჟიმის მცდელობებთან, გამოიყენოს ტერორისტული ტაქტიკა. ჩვენ მათ ძალიან კარგად ვიცნობთ. მათ დიდი ხანია, იყენებენ დონბასის რეგიონში. ეს ასევე დაკავშირებულია დასავლეთის მცდელობებთან, გააცოცხლოს ექსტრემისტული და ტერორისტული უჯრედები – თავიანთი „ძველი მეგობრები“ ჩვენს ტერიტორიაზე. ჩვენ ვიცით, რომ ისინი არასდროს ერიდებოდნენ რადიკალებისა და ექსტრემისტების გამოყენებას საკუთარი ინტერესებისთვის. საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ ყველა ხმამაღალი განცხადების მიუხედავად, ისინი ყოველთვის იყენებენ ჩვენს წინააღმდეგ ხელთ არსებულ საშუალებებს. ისინი იყენებენ იმას, რაც ხელმისაწვდომია, ასე იყო ყოველთვის და ახლაც ასე ხდება“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.