ვლადიმერ პუტინმა რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეთა რიცხვის 170 ათასით გაზრდის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეთა ოდენობის თითქმის 170 ათასით გაზრდის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი.
კრემლის ინფორმაციით, ახლა მათი საერთო საშტატო რაოდენობა 2 209 130 იქნება.
პუტინმა ასევე დაავალა რუსეთის მთავრობას, თავდაცვის სამინისტროსთვის საბიუჯეტო ასიგნებების გამოყოფა ფედერალური ბიუჯეტიდან უზრუნველყოს.