ვლადიმერ პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს დაავალა, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებში მშვიდობის შენარჩუნება უზრუნველყონ
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს დაავალა, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებში მშვიდობის შენარჩუნება უზრუნველყონ. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის სამართლებრივი ინფორმაცის ვებ-პორტალზე გამოქვეყნებულ განკარგულებებში.
ამას გარდა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის საგარეო უწყებას დაავალა, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებთან დიპლომატიური ურთიერთობების, მეგობრობის, თანამშრმლობის დამყარების, ასევე ურთიერთდახმარების შესახებ მოლაპარაკებები აწარმოოს.
ვლადიმერ პუტინის მიერ ხელმოწერილი განკარგულებები უკრაინის რეგიონების დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარების შესახებ უკვე გამოქვეყნდა.
რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ გაკეთებული მიმართვისას გამოაცხადა.