ვლადიმერ პუტინმა რუსეთის პასპორტების გაცემის გამარტივებული პროცედურის მოქმედების არეალი გააფართოვა
ვლადიმერ პუტინმა რუსეთის პასპორტების გაცემის გამარტივებული პროცედურის მოქმედების არეალი გააფართოვა

ვლადიმერ პუტინმა რუსეთის პასპორტების გაცემის გამარტივებული პროცედურის მოქმედების არეალი გააფართოვა. კერძოდ, გამარტივებული წესით რუსეთის მოქალაქეობას უფრო მარტივად და სწრაფად ლუგანსკისა და დონეცკის ყველა მცხოვრები მიიღებს. მანამდე გამარტივებული წესით რუსეთის პასპორტის მიღება, მხოლოდ თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მცხოვრებლებზე ვრცელდებოდა.

პუტინის მიერ კანონში შეტანილი ცვლილების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეობას გამარტივებული წესით უკრაინის ის მოქალაქეებიც მიიღებენ, რომლებიც დონბასში კიევის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ცხოვრობენ.

შეგახსენებთ, რომ აპრილში პუტინის განკარგულებას, რომლის მიხედვითაც რუსეთის პასპორტების იოლი გზით მიღება შეეძლოთ დონბასის რამდენიმე რაიონის მცხოვრებლებს, კიევისა და საერთაშორისო საზოგადოების მკაცრი რეაქცია მოჰყვა.