ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან საქონლით ვაჭრობის რეჟიმის შესახებ ოქმის რატიფიკაცია მოახდინა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან საქონლით ვაჭრობის რეჟიმის შესახებ ოქმის რატიფიკაცია მოახდინა.
შეთანხმება, რომელიც რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს შორის უტარიფო ურთიერთვაჭრობის საკითხებს არეგულირებს, 2012 წლის ორ მარტს გაფორმდა, დამატებითი ოქმი კი – 2019 წლის ექვს მაისს ცხინვალში, რუსეთის მთავრობის ბრძანების შესაბამისად.
დოკუმენტი ადგენს, რომ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსეთიდან ექსპორტირებული დიზელის საწვავი, 95 ოქტანობაზე დაბალი ბენზინი და ნავთობის ბითუმი არ დაექვემდებარება რუსეთის კანონმდებლობით გათავლისწინებულ დროებით საბაჟო დეკლარირებას.
დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნულ პროდუქციაზე აღარ იქნება გათვალისწინებული დროებითი საბაჟო დეკლარაცია, სადაც ნაჩვენები უნდა იყოს ტვირთის საორიენტაციო ხარისხი და პირობითი საბაჟო ღირებულება.
თანდართული დოკუმენტების თანახმად, აღნიშნული დებულება ბუნებრივ აირს არ ეხება.