ვლადიმერ პუტინმა ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის პრემიერად არჩევა ტელეგრამით მიულოცა
ვლადიმერ პუტინმა ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის პრემიერად არჩევა ტელეგრამით მიულოცა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე არჩევა მიულოცა. ინფორმაციას ამის შესახებ კრემლი ავრცელებს.

„ვიმედოვნებ, რომ თქვენი საქმიანობა მთავრობის სათავეში ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული, მოკავშირეობრივი ურთიერთობების სამომავლო გაძლიერებას, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის, ევრაზიული ეკონომიკური კავშირისა და კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების ორგანიზაციის ფარგლებში პარტნიორულ ურთიერთობებს“, – ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის ტელეგრამაში, რომელიც კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ამასთან, როგორც სააგენტო „ტასი“ წერს, ნიკოლ ფაშინიანი შესაძლოა, 14 მაისს სოჭში ევრაზიული ეკონომიკური კავშირის უმაღლესი საბჭოს სხდომის ფარგლებში ვლადიმერ პუტინს შეხვდეს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრად ფრაქცია „ელქის“ თავმჯდომარე  ნიკოლ ფაშინიანი დღეს აირჩიეს.