ილჰამ ალიევმა დონალდ ტრამპს „ტრამპის მარშრუტის“ პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებისთვის მადლობა გადაუხადა 

18:49, 23.11.2026

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მადლობა გადაუხადა „ტრამპის მარშრუტის“ პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებისთვის.

„ძვირფასო პრეზიდენტო დონალდ ტრამპ, მინდა, გამოვხატო ჩემი გულწრფელი მადლიერება იმ თბილი სიტყვებისთვის, რომლებიც „ტრამპის მარშრუტის“ პროექტის დაწყებასთან დაკაშირებით თქვენს მიმართვაში გამოთქვით“, – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

აღსანიშნავია, რომ დღეს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა „ტრამპის მარშრუტის“ პრაქტიკული ეტაპის დაწყების შესახებ განაცხადა. მოგვიანებით გავრცელდა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიმართვა, რომელიც მიესალმა პროექტის დაწყებას.

დონალდ ტრამპმა პროექტის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს.

მსგავსი