ვლადიმერ პუტინმა მთიანი ყარაბაღის საკითხი აზერბაიჯანის პრეზიდენტთან და სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად განიხილა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მთიანი ყარაბაღის საკითხი აზერბაიჯანის პრეზიდენტთან და სომხეთის პრემიერ-მინისტრთან განიხილა. ვლადიმერ პუტინმა ილჰამ ალიევთან და ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბარი 11-12 მარტს გამართა.
კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების მოქმედება დადებითად შეაფასეს. საუბრის დროს სამი ქვეყნის ლიდერებმა 2020 წლის 9 ნოემბრის და 2021 წლის 11 იანვრის სამმხრივი განცხადებების რეალიზაციის პრაქტიკული ასპექტები განიხილეს.
„კმაყოფილებით აღინიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მკაცრად არის დაცული და ზოგადად, რეგიონში ვითარება სტაბილური, მშვიდია“, – ნათქვამია განცხადებაში.
ასევე, საუბარი შეეხო სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების განბლოკვის საკითხებს.