ვლადიმერ პუტინმა კრემლში ანატოლი ბიბილოვი მიიღო
ვლადიმერ პუტინმა კრემლში ანატოლი ბიბილოვი მიიღო

„სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ეკონომიკურ მხარდასაჭერად რუსეთი შეძლებისდაგვარად ყველაფერს აკეთებს“ – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერთან, ანატოლი ბიბილოვთან შეხვედრაზე განაცხადა.

ვლადიმერ პუტინმა ანატოლი ბიბილოვი კრემლში მიიღო და განუცხადა, რომ მოსკოვში 10 წლის წინანდელი მოვლენები ახსოვთ.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ „მხარეებს შორის ტვირთბრუნვა იზრდება და საინვესტიციო პროექტები ხორციელდება“.

თავის მხრივ, ანატოლი ბიბილოვმა „სამხრეთ ოსეთის“ განვითარებაში პირადი წვლილისთვის ვლადიმერ პუტინს მადლობა გადაუხადა.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ლიდერის თქმით, „2008 წელს რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის  დამოუკიდებლობის აღიარება ისტორიული მასშტაბის მოვლენა იყო და ყველა ფაქტობრივ მოვლენაში უზარმაზარი პოლიტიკური წვლილი სწორედ რუსეთის პრეზიდენტს აქვს“.