ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს ევროკავშირის ქვეყნებისთვის ვიზების გამარტივებული წესით გაცემის შეჩერების შესახებ
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს ევროკავშირის ქვეყნებისთვის ვიზების გამარტივებული წესით გაცემის შეჩერების შესახებ.
კანონი ევროკავშირის, დანიის, ისლანდიის, ლიხტენშტეინის, ნორვეგიისა და შვეიცარიის მოქალაქეებზე ვრცელდება.
განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ კანონს ექვემდებარებიან დიპლომატიური პასპორტების მფლობელები, ასევე ეროვნული და რეგიონული მთავრობების, პარლამენტების, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების ოფიციალური დელეგაციების წევრები და ჟურნალისტები.