ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ქვეყანაში შესულ უკრაინის პასპორტის მქონე პირებს განუსაზღვრელი ვადით ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას ანიჭებს
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ქვეყანაში შესულ უკრაინის პასპორტის მქონე პირებს, განუსაზღვრელი ვადით ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას ანიჭებს.
ახალი ზომები ეხებათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დონეცკისა და ლუგანსკის ოლქში მცხოვრებთაც, რომლებიც საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ რუსეთში გადავიდნენ.
მანამდე არსებული დადგენილებით, უკრაინის მოქალაქეებს ქვეყანაში დარჩენა 180 დღის განმავლობაში, მხოლოდ 90 დღით შეეძლოთ. ხანგრძლივად ცხოვრებისა და მუშაობისთვის კი სპეციალური ნებართვის აღება იყო საჭირო.