ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბირთვული ცდების აკრძალვის ყოვლისმომცველი შეთანხმების რატიფიცირების გაუქმების შესახებ კანონს
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბირთვული ცდების აკრძალვის ყოვლისმომცველი შეთანხმების რატიფიცირების გაუქმების შესახებ კანონს. რუსული მედიის ცნობით, შესაბამისი დოკუმენტი რუსეთის სამართლებრივი აქტების პორტალზე უკვე გამოქვეყნდა.
შესაბამისი ინიციატივა რუსეთის დუმაში 13 ოქტომბერს დარეგისტრირდა. რუსეთმა შეთანხმების რატიფიცირება 1996 წელს მოახდინა.
როგორც რუსეთის წარმომადგენელმა ბირთვული ცდების აკრძალვის ორგანიზაციაში, მიხაილ ულიანოვმა განაცხადა, მოსკოვი არ გეგმავს ბირთვული ცდების განახლებას, ხოლო შეთანხმებიდან გასვლის გადაწყვეტილების მიზანია, იყოს თანაბარ პირობებზე აშშ-თან, რომელსაც ასევე არ აქვს რატიფიცირებული აღნიშნული ხელშეკრულება.
აღსანიშნავია, რომ ბირთვული ცდების აკრძალვის საყოველთაო შეთანხმება რატიფიცირებული არ აქვს ასევე ჩინეთს, ინდოეთს, პაკისტანს, ისრაელს, ირანსა და ეგვიპტეს.