რუსული მედიის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა ჯო ბაიდენის მიწვევა მიიღო და კლიმატის საკითხებზე დაგეგმილ სამიტს შეუერთდება
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდეტის, ჯო ბაიდენის მიწვევა მიიღო და ვლადიმერ პუტინი 22 აპრილს კლიმატის საკითხებზე დაგეგმილ სამიტს ვიდეოკონფერენციის რეჟიმში შეუერთდება.
ინფორმაციას რუსული მედია ვლადიმერ პუტინის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
კლიმატის საკითხებზე სამიტი ვაშინგტონის ორგანიზებით, 22-23 აპრილს ვირტუალურ ფორმატში ჩატარდება და მასში მონაწილეობას 40 ქვეყნის პირველი პირი მიიღებს.