ვლადიმერ პუტინმა აშშ-სთან „ბირთვული ძალების შეთანხმების“ შეჩერების რეზოლუციის კანონპროექტი დუმაში წარადგინა
რუსეთის პრეზიდენტმა დუმაში აშშ-სთან „ბირთვული ძალების შეთანხმების“ შეჩერების რეზოლუციის კანონპროექტი წარადგინა.
რუსეთის სახელმწიფო დუმა კანონპროექტს 30 მაისს განიხილავს. კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ქვეყნის პრეზიდენტს შეეძლება შეჩერება თავის შეხედულებისამებრ განაახლოს.
აშშ-მა „საერთაშორისო ბირთვული შეთანხმებიდან“ გასვლის შესახებ მიმდინარე წლის თებერვალში განაცხადა. ვაშინგტონში თქვეს, რომ რაკეტა „ისკანდერ ემ“-ის გამოცდით, რუსეთმა შეთანხმების პირობები დაარღვია. ამასთან ვაშინგტონის თქმით, თუ რუსეთი ხელშეკრულების პირობებს ისევ შეასრულებს, აშშ ხელშეკრულებაში დარჩება.
„საშუალო მანძილზე მოქმედი ბირთვული ძალების შეთანხმება“ ძალაში 1987 წელს შევიდა. ხელშეკრულების თანახმად, საბჭოთა კავშირი და აშშ 500-დან 5500 კილომეტრამდე მოქმედი სახმელეთო ბაზირების საკრუიზო და ბალისტიკური რაკეტების წარმოების და განთავსების აკრძალვაზე შეთანხმდნენ.