ვლადიმერ პუტინმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
რუსული მედიის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა საბჭოს სხდომაზე თქვა, რომ გადაწყვეტილება ფედერაციის საბჭოს დაუყოვნებლივ უნდა გაეგზავნოს.
უკრაინის ხერსონის რეგიონში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტი ლიდერები აცხადებენ, რომ უკრაინის ხელისუფლება ქალაქზე იერიშს გეგმავს. ხერსონს რუსეთის საოკუპაციო ძალები აკონტროლებენ.