ვლადიმერ პუტინმა და ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული ვითარება განიხილეს
ვლადიმერ პუტინმა და ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული ვითარება განიხილეს

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

კრემლის პრესსამსახურის ცნობით, საუბრისას მხარეებმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ბოლო დროს გართულებული ვითარება განიხილეს.

ფაშინიანთან საუბრისას პუტინმა მთიანი ყარაბაღის რეგიონის კონფლიქტთან დაკავშირებით 2020 წლის 9 ნოემბრისა და მიმდინარე წლის 11 იანვრის შეთანხმებების შესრულებაზე გაამახვილა აქცენტი.

მისი თქმით, ერევანსა და ბაქოს შორის არსებული პრობლემები მშვიდობიანად, პოლიტიკური და დიპლომატიური გზით უნდა მოგვარდეს.