ვლადიმერ პუტინმა და ალექსანდრ ლუკაშნეკომ ბელარუსში არსებულ ვითარებაზე ტელეფონით ისაუბრეს
კრემლის ინფორმაციით, რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ვლადიმერ პუტინმა და ალექსანდრ ლუკაშნეკომ ბელარუსში არჩევნების შემდეგ შექმნილი მდგომარეობა განიხილეს.
„ორივე მხარე დარწმუნებულია, რომ არჩევნების შემდეგ წარმოშობილი პრობლემები მალე გადაიჭრება. მთავარია, რომ ამ პრობლემებით არ ისარგებლონ დესტრუქციულმა ძალებმა, რომლებიც მიისწრაფვიან, რომ სახელმწიფო ერთობის ჩარჩოში ორი ქვეყნისთვის სასარგებლო ურთიეობები დააზიანონ“, – ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კრემლში აღნიშნავენ, რომ სატელეფონო საუბარი ბელარუსის ინიციატივით გაიმართა.