ვლადიმერ პუტინმა ჩრდილოეთ კორეასთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების რატიფიკაციის კანონს მოაწერა ხელი
ვლადიმერ პუტინმა ჩრდილოეთ კორეასთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების რატიფიკაციის კანონს მოაწერა ხელი.
ხელშეკრულების მეოთხე მუხლი ადგენს, რომ თუ ერთ-ერთი მხარე ექვემდებარება შეიარაღებულ თავდასხმას სხვა სახელმწიფოს ან რამდენიმე ქვეყნის მხრიდან და აღმოჩნდება ომის მდგომარეობაში, მაშინ მეორე მონაწილე დაუყოვნებლივ გაუწევს სამხედრო და სხვა სახის დახმარებას ყველა არსებული საშუალებით.
გარდა ამისა, მერვე მუხლის მიხედვით, მხარეები ქმნიან მექანიზმებს ერთობლივი საქმიანობისთვის, რათა გააძლიერონ თავდაცვის შესაძლებლობები ომის თავიდან აცილების ინტერესებიდან გამომდინარე და რეგიონული და საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.
ამ დოკუმენტს ორი ქვეყნის ლიდერებმა ხელი მოაწერეს 19 ივნისს, პუტინის ფხენიანში ვიზიტის დროს.
შეთანხმებამ უნდა შეცვალოს 2000 წლის 9 თებერვლის რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის მეგობრობის, კეთილმეზობლობისა და თანამშრომლობის ძირითადი ხელშეკრულება.