ვლადიმერ პუტინმა ავსტრიის კანცლერს ზაფხულში დონალდ ტრამპთან შეხვედრის ორგანიზება სთხოვა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ავსტრიის კანცლერ სებასტიან კურცს ზაფხულში, ვენაში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის ორგანიზება სთხოვა, – ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი ევროპელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტრამპთან შეხვედრის საკითხი რუსეთის პრეზიდენტმა ვენაში 5 ივნისს გამართული ვიზიტის დროს წამოწია და როგორც ამერიკული ჟურნალი წერს, სებასტიან კურცმა პუტინის თხოვნა მიიღო და დაპირდა, რომ ტრამპს გადასცემდა. თეთრ სახლში კი გამოცემას დაადასტურეს, რომ შეთავაზებას განიხილავენ.
როგორც The Wall Street Journal-ი წერს, ვლადიმე პუტინს არ სურს, აშშ-რუსეთის სამიტის ვაშინგტონში გამართვა და ნეიტრალურ ადგილს ანიჭებს უპირატესობას.
კრმელში მიიჩნევენ, რომ პუტინსა და ტრამპს შორის შეხვედრა აშშ-ში პოლიტიკური არასტაბილურობისა და ვაშინგტონის არასათანადო ინიციატივის გამო, არ არის ამ დრომდე ორგანიზებული.