ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეს ტრამპის ოპონენტების მიერ გამოგონილი უწოდა
რუსეთის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის მუშაობას აფასებს. შესაბამისი კითხვით შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ვლადიმერ პუტინს ABC News-ის ჟურნალისტმა მიმართა.
„პრეზიდენტი ტრამპის მუშაობა ჩემი შესაფასებელი არ არის. ეს ამომრჩეველმა, ამერიკელმა ხალხმა უნდა გააკეთოს. ჩვენ ობიექტურები ვართ და ვხედავთ ზოგიერთ სერიოზულ მიღწევას. შეხედეთ ბაზრების ზრდას, ეს მეტყველებს ინვესტორების ნდობაზე ამერიკული ეკონომიკისადმი, რომ ისინი ენდობიან იმას, რასაც ამ სფეროში ტრამპი აკეთებს. ეს ობიექტური ფაქტორებია. არსებობს რაღაცები, რისი გაკეთებაც მას სურს, თუმცა ვერ შეძლო, მაგალითად, ჯანდაცვის რეფორმა, საგარეო პოლიტიკაში რუსეთან ურთიერთობების გაუმჯობესება, რაც მას სავრაუდოდ სურდა, თუმცა გარკვეული ფაქტორების გამო ვერ გააკეთა. ვიმედოვნებ, რომ ორივე ქვეყნის ინეტერსებისთვის ჩვენ შევძლებთ ურთიერთობების ნორმალიზებას“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
ამასთან, როგორც რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, ამჟამად მან არ იცის, აქვს თუ არა ტრამპს კიდევ მოსკოვთან ურთიერთობების გაუმჯობესების სურვილი.
ვლადიმერ პუტინის თქმით, აშშ-სა და რუსეთს შეუძლია მრავალ სფეროში თანამშრომლობა, მათ შორის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, ეკოლოგია, რეგიონული და გლობალური კრიზისების გადაჭრა.
„ჩვენ ძალისხმევის გაერთიანებით გაცილებით ეფექტურად შეგვიძლია მუშაობა“, – აღნიშნა პუტინმა.
რაც შეეხება, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმეს, რუსეთის პრეზიდენტმა მას ტრამპის ოპოზიციის მიერ გამოგონილი უწოდა.
„ეს ყველაფერი მოგონილია იმ ადამიანების მიერ, ვინც ტრამპთან ოპოზიციაში იმყოფება იმისთვის, რომ მისი მუშაობას არალეგიტიმური ხასითი შესძინონ. ეს კეთდება, თითქოს მათ არ ესმით, რომ ამის გაკეთებით მათ ქვეყნის შიდაპოლიტიკურ მდგომარეობას აზარალებენ და სახელმწიფოს მეთაურის შესაძლებლობებს ასუსტებენ და უპატივცემულობას გამოხატავენ იმ ამომრჩევლის მიმართ, ვინც დონალდ ტრამპს მისცა ხმა. როგორ წარმოგიდგენიათ ნებისმიერ საარჩევნო პროცესი მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში? უნდა აიკრძალოს ნებისმიერი კონტაქტები? ჩვენი ელჩი დაადანაშაულეს იმაში, რომ ის ვიღაცას შეხვდა“, – გააცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
ვლადიმერ პუტინის თქმით, ნებისმიერი არჩევნების დროს იმართება შეხვედრები სხვადასხვა კანდიდატთან და ეს ბუნებრივი პროცესია.
„რა არის აქ განსაკუთრებული და რატომ უნდა შეიძინოს ამან ჯაშუშომანიის ხასიათი?“ – აღნიშნა პუტინმა.