ვლადიმერ პუტინმა, 30 ოქტომბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით, რუსეთში არასამუშაო კვირის გამოცხადების ინიციატივას მხარი დაუჭირა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, 30 ოქტომბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით, ქვეყანაში არასამუშაო კვირის გამოცხადების ინიციატივას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
შესაბამისი გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტმა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლის ზრდის გამო მიიღო.
„ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დავწიოთ აპიდემიის ახალი ტალღის პიკი. ამასთან დაკავშირებით, შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით, უპირობოდ, მარს ვუჭერ წინადადებას მთელს ქვეყანაში არასამუშაო დღეების გამოცხადების შესახებ“, – განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა რეგიონების ხელისუფლებას მოუწოდა, შეაფასონ ადგილზე არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და საჭიროების შემთხვევაში არასამუშაო დღეები 23 ოქტომბრიდან გამოაცხადონ.
რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 34 073 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 1 028 ადამიანი, რაც პანდემიის დაწყებიდან რეკორდული მაჩვენებელია.