ვლადიმერ პუტინის თანაშემწე აცხადებს, რომ რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრა შესაძლოა, ივნისში შედგეს
რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრა შესაძლოა, ივნისში შედგეს, თუმცა ამასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მრავალ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული. ამის შესახებ რუსულ მედიას ვლადიმერ პუტინის თანაშემწემ იური უშაკოვმა განუცხადა.
როგორც უშაკოვმა აღნიშნა, ამერიკული მხარისგან არის ლიდერების შეხვედრის ჩატარების განზრახვის სიგნალები. თუმცა მისი თქმით, ორმხრივი სამიტის ჩატარება სამუშაო დონეზე ჯერ არ განიხილება.
უშაკოვის თქმით, ვლადიმირ პუტინისა და ჯო ბაიდენის შეხვედრის შესაძლო ვადად ივნისს ასახელებენ, ასევე არსებობს კონკრეტული თარიღებიც.
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მესამე ქვეყანაში ორმხრივ შეხვედრის გამართვის ინიციატივით 13 აპრილს ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრისას გამოვიდა.