ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, რუსეთის მოქალაქეებს ქვეყნიდან უცხოური ვალუტით 10 ათას დოლარზე მეტის გატანა აეკრძალათ
ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, რუსეთის მოქალაქეებს ქვეყნიდან უცხოური ვალუტით 10 ათას დოლარზე მეტის გატანა აეკრძალათ

რუსეთის მოქალაქეებს ქვეყნიდან უცხოური ვალუტით 10 ათას დოლარზე მეტის გატანა აეკრძალათ. შესაბამის განკარგულებას რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოაწერა ხელი.

განკარგულება დღეიდან ამოქმედდება.

აღნიშნული გადაწყვეტილება პუტინმა მას შემდეგ მიიღო, რაც დასავლეთის მიერ დაწესებულმა სანქციებმა რუბლის რეკორდული გაუფასურება გამოიწვია.

გარდა ამისა, პრეზიდენტის განკარგულება უკრძალავს რუსეთის რეზიდენტებს „არამეგობრული ქვეყნებიდან“ და მათ მიერ კონტროლირებად სტრუქტურებს, უცხოური ინვესტიციების მაკონტროლებელი სამთავრობო კომისიის თანხმობის გარეშე ფასიანი ქაღალდებითა და უძრავი ქონებით გარიგებებს, რუბლში კრედიტის აღებას.