ვლადიმერ პუტინის და ანგელა მერკელის შეხვედრა 18 მაისს სოჭში გაიმართება
პირველი ევროპელი ლიდერი, რომელთანაც ვლადიმირ პუტინი, ინაუგურაციის შემდეგ გამართავს მოლაპარაკებებს, ანგელა მერკელი იქნება. როგორც კრემლში განაცხადეს, გერმანიის კანცლერი 18 მაისს სოჭში ჩავა და პუტინს შეხვდება.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის იური უშაკოვის თქმით, პუტინი ასევე ავსტრიაში ჩასვლას გეგმავს.
ვლადიმერ პუტინს ვენაში 5 ივნისს ელოდებიან.
დღეს, რუსეთის პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართა. ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას მეოთხე ვადით შეუდგა.