ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ დასავლეთის მხრიდან უკრაინის სამხედრო დახმარება რუსეთისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, დასავლეთის მხრიდან უკრაინის სამხედრო დახმარება რუსეთისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.
როგორც რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, „მიუხედსვად იმისა, გახდება თუ არა უკრაინა ფორმალურად ნატო-ს წევრი, უკრაინის ტერიტორიის სამხედრო ათვისება უკვე დაწყებულია“.
„ეს დიდ საფრთხეს უქმნის რუსეთს და ჩვენ ამას ვაცნობიერებთ. ეს საფრთხე ჩვენთვის დიდი მნიშვნელობის მატარებელია“, – განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა კიევში ვიზიტის დროს გაკეთებული განცხადებებით „ფაქტობრივად გაუღო ნატო-ს კარი უკრაინას“.
„მისი განცხადება იმის შესახებ, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, გახდეს ნატო-ს წევრი, შეიძლება ისე გავიგოთ, რომ ის ფაქტობრივად უღებს ნატო-ს კარს უკრაინას“, – განაცხდა პუტინმა.