ყირიმის საკითხი რუსეთისთვის დახურულია, – ასეთი პასუხი გასცა ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე დასმულ კითხვას ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიასთან დაკავშირებით.
კრემლის ლიდერმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი და მოსკოვი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კვლავ განსხვავებულ პოზიციებზე რჩებიან.
„პრეზიდენტ ტრამპის შეხედულება ყირიმთან დაკავშირებით ყველასთვის ნათელია. ის კვლავ აღნიშნულ პოზიციას იზიარებს. ის ნახევარკუნძულზე რუსეთის ფედერაციის უკანონო აქტივობაზე საუბრობს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ განსხვავებული მოსაზრებები გვაქვს. ჩვენ, რუსები მივიჩნევთ, რომ ჩავატარეთ რეფერენდუმი საერთაშორისო ნორმების დაცვით. ამიტომ რუსეთისთვის ყირიმის საკითხი დახურულია“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა პრესკონფერენციის დროს.