რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის პრეზიდენტს, ვლადიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა.
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, საუბარი უკრაინული მხარის ინიციატივით გაიმართა.
რუსული მედიის ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერმა სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირების და ორივე მხრიდან დაკავებულების დაბრუნების საკითხები განიხილეს.
სატელეფონო საუბრის შედეგად მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ მუშაობა ამ კუთხით ექსპერტების დონეზე გაგრძელდება. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა ასევე თქვა, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტმა განიხილეს ნორმანდიული ფორმატით კონტაქტების გაგრძელების შესაძლებლობა.