ვლადიმერ პუტინი - ვინმეს თუ ექნება სურვილი, გარედან ჩაერიოს უკრაინის სიტუაციაში და შექმნას სტრატეგიული საფრთხე, საპასუხო დარტყმები ელვისებური იქნება
ვინმეს თუ ექნება სურვილი, გარედან ჩაერიოს უკრაინის სიტუაციაში და შექმნას სტრატეგიული საფრთხე, მაშინ საპასუხო დარტყმები ელვისებური იქნება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საკანონმდებლო საბჭოში განაცხადა.
„ჩვენ ამისთვის გვაქვს ყველა ინსტრუმენტი, ისეთი, რომლითაც სხვები ახლა ვერ დაიტრაბახებენ. არ დავიწყებთ ტრაბახს – ჩვენ მათ გამოვიყენებთ, თუ ამის საჭიროება იქნება“, – განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, საფრთხის შემთხვევაში, ელვისებური დარტყმის შესახებ გადაწყვეტილებები უკვე მიღებულია.