ვლადიმერ პუტინი - უკრაინის შეიარაღებული ძალების ზარალმა კონტრშეტევის დაწყებიდან 26 ათასი ადამიანი შეადგინა
უკრაინის შეიარაღებული ძალების ზარალმა კონტრშეტევის დაწყებიდან 26 ათასი ადამიანი შეადგინა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრისას განაცხადა.
პუტინის თქმით, „უცხოელი დაქირავებულებიც მნიშვნელოვან ზარალს განიცდიან“.
„უკვე მეტიც არის. რაც შეეხება უცხოელ დაქირავებულებს, ისინიც მნიშვნელოვან ზარალს განიცდიან თავიანთი სისულელის გამო. ნებისმიერ შემთხვევაში, იმ ქვეყნების საზოგადოებამ, რომელთა მთავრობებიც აგზავნიან ხალხს ომის ზონაში, ამ ქვეყნების საზოგადოებამ, ასევე უნდა იცოდეს, რა ხდება იქ და ჩვენ ამას მივაწვდით ხალხს, რათა მათ შეაფასონ თავიანთი მმართველების ქმედებები“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.