ვლადიმერ პუტინი - უკრაინის შეიარაღებული ძალების წარუმატებლობის გამო უკრაინის სახელმწიფოებრიობა მალე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება
უკრაინის შეიარაღებული ძალების წარუმატებლობის გამო უკრაინის სახელმწიფოებრიობა მალე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, კიევს სურს, აჩვენოს უკრაინელ ხალხს და სპონსორებს, რომ მათ შეუძლიათ მოსკოვის ქმედებებზე პასუხის გაცემა.
პუტინმა ასევე გააკრიტიკა კიევის უარი მოლაპარაკებაზე. მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლებას სწორი გადაწყვეტილება რომ მიეღო, „ყველაფერი დიდი ხნის წინ დასრულებული იქნებოდა“.
რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის „სამშვიდობო ფორმულა“ არის მშვიდობიანი დიალოგის ამკრძალავი მოთხოვნები. პუტინმა აღნიშნა, რომ სსრკ-ის დაშლის შემდეგ უკრაინაში ნაციონალისტური იდეები გაძლიერდა, ამ ყველაფერმა გამოიწვია არსებული მდგომარეობა.
„რუსების დამარცხება შეუძლებელია. მეჩვენება, რომ ეს დამოკიდებულება ერთმანეთისა და სამშობლოს მიმართ ჩვენი ხალხის სისხლშია, შეუძლებელია ასეთი ხალხის დამარცხება. და ვინც ცდილობს, გადაერთოს რაღაც უცხო ტრადიციებზე, რაღაც უცხო შიდა სიგნალებზე, ისინი მიმართავენ ნატო-ს და ა.შ. ეს ის ხალხია, ვინც რაიმეს დაწყების გარეშე, უკვე დაკარგეს ყველაფერი. მათ უღალატეს წინაპრებს, ხალხს და მათ ინტერესებს“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.