ვლადიმერ პუტინი - უკრაინის ერთადერთ ლეგიტიმურ ხელისუფლებად უმაღლესი რადა და მისი სპიკერი რჩება
უკრაინის ერთადერთ ლეგიტიმურ ხელისუფლებად უმაღლესი რადა და მისი სპიკერი რჩება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უზბეკეთში პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც 27 მაისს ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ჩავიდა.
„წინასწარი შეფასებით, უკრაინაში ერთადერთი ლეგიტიმურ ხელისუფლებად პარლამენტი და რადას სპიკერი რჩება. ზოგადად, თუ მათი სურვილი იქნებოდა საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება, საჭირო იქნებოდა საომარი მდგომარეობის შესახებ კანონის გაუქმება, სულ ეს არის. მაგრამ მათ ეს არ სურდათ“,- აღნიშნა პუტინმა.
მისი თქმით, საკითხთან დაკავშირებით სერიოზული და სიღრმისეული ანალიზია საჭირო.
რუსეთის პრეზიდენტმა დასძინა, რომ უკრაინის კონსტიტუცია საომარი მდგომარეობის დროს ითვალისწინებს პარლამენტის და არა პრეზიდენტის უფლებამოსილების გახანგრძლივებას.
„არსებობს უკრაინის კონსტიტუციის 111-ე მუხლი, რომელიც ამბობს, რომ ამ შემთხვევაში უმაღლესი ხელისუფლების უფლებამოსილებები, ფაქტობრივად, პრეზიდენტის უფლებამოსილებები გადაეცემა პარლამენტის თავმჯდომარეს“, – განმარტა პუტინმა.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი ისე მოიქცევა, როგორც მას მოეწონება, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება უკრაინის ხელისუფლებაში.