ვლადიმერ პუტინი - უკრაინას მალე ამოეწურება საკუთარი სამხედრო აღჭურვილობა და მთლიანად გახდება დასავლეთზე დამოკიდებული, რაც გრძელვადიანი ბრძოლის უნარს შეუზღუდავს
უკრაინას მალე ამოეწურება საკუთარი სამხედრო აღჭურვილობა და ის მთლიანად გახდება დასავლეთზე დამოკიდებული, რაც გრძელვადიანი ბრძოლის უნარს შეუზღუდავს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სანკტ-პეტერბურგში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.
„დემილიტარიზაციას რაც შეეხება, მალე უკრაინა საერთოდ შეწყვეტს საკუთარი ტექნიკის გამოყენებას. აღარაფერი დარჩა. ყველაფერი, რითიც იბრძვიან და რასაც იყენებენ, გარედან არის შემოტანილი. ასე დიდხანს ბრძოლა არ შეიძლება“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
როგორც პუტინმა აღნიშნა, რუსულ მხარესთან შედარებით უკრაინელი სამხედროების დანაკარგი ათჯერ ჯერ მეტია.
„კონტრშეტევას რაც შეეხება, აქ უკრაინამ ვერ მიაღწია წარმატებას ვერცერთი მიმართულებით და რუსეთის წინააღმდეგ მათ არანაირი შანსი არ აქვთ“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.