ვლადიმერ პუტინი - უკრაინამ ხელოვნური ქვეყნის ფორმა მიიღო, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რაც ისტორიული ფაქტია
უკრაინამ ხელოვნური ქვეყნის ფორმა მიიღო, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რაც ისტორიული ფაქტია, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „ვალდაის“ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პუტინის თქმით, უკრაინის სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის ერთადერთი და სერიოზული გარანტორი შეიძლება იყოს მხოლოდ რუსეთი.
„სტალინმა აიღო და გადასცა უკრაინას რიგი პოლონური, უნგრული და რიგი რუმინული ტერიტორიები ამ ქვეყნებიდან მათი ტერიტორიების წაღების შემდეგ. პოლონელებს, რომლებიც არ მონაწილეობდნენ ჰიტლერის კოალიციაში, აღმოსავლეთ გერმანული მიწის ნაწილი. ეს ისტორიული ფაქტია და ამგვარად შეიქმნა დღევანდელი უკრაინა. ღიად ვამბობ, რომ უკრაინის სახელმწიფოებრიობის და სუვერენიტეტის ერთადერთი, ნამდვილი და სერიოზული გარანტორი შეიძლება იყოს მხოლოდ რუსეთი, რომელმაც შექმნა დღევანდელი უკრაინა“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.